logo
ENG



ვირუსის გავრცელებაზე პასუხისმგებლობას ტიკარაძე კვლავ "უპასუხისმგებლო შეკრებებს" აკისრებს

25 ნოე 202015:36
3 წუთის საკითხავი
 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ეპიდსიტუაციის გაუარესებაზე ისაუბრა და ოპოზიცია წესების გარეშე გამართულ უპასუხისმგებლო შეკრებებში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

"არა მხოლოდ ქალბატონმა მაიამ (ცქიტიშვილმა), ასევე მეც და ეპიდემიოლოგებმაც არაერთხელ განვმარტეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის თავყრილობა იქნება ეს, პასუხისგებლობას ატარებს ყველა ის პირი, რომელიც უპასუხისგებლო შეკრებებს ახორციელებს ყველანაირი წესების დაცვის გარეშე, ეხება ეს როგორც ოპოზიციას, ასევე ეხება ეს ყველა იმ ქორწილს და სხვადასხვა ღონისძიებას, რომელიც დღემდე გამართულა საქართველოს ტერიტორიაზე და რამაც გამოიწვია ეპიდემიის ასეთი მკვეთრი ზრდა", - განაცხადა ტიკარაძემ.

გუშინ, 24 ნოემბერს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, ეკატერინე ტიკარაძემ და ქართული ოცნების წევრმა ლადო კახაძემ ოპოზიცია წესების დაცვის გარეშე გამართულ აქციებში გამოიწვია, რამაც ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესება მოჰყვა.

ეპიდემიოლოგები ჯერ კიდევ ოქტომბერში ვარაუდობდნენ, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში საქართველოში დღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა 4 000-მდე გაიზრდებოდა. 

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 114 889 -ს შეადგენს. აქედან 9 5581 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 085 გარდაიცვალა.


close დახურვა